დახურვა
დაფინანსებულია 100%-ით
პროექტი სრულად დაფინანსდა
თიბისი სტატუსის მიერ
დაფინანსებულია
გაზიარება
ვიდეოს ჩართვა
გამომგონებელი მოსწავლეები

ხელოვნური ინტელექტი, მზის ენერგიის გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები, „ცოცხალი“ საკვები, „გონიერი ავზი“ და ბევრი სხვა საინტერესო გამოგონება ქართველ სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით.

ყველაზე ნიჭიერი, მოსწავლე გამომგონებლები წელს უკვე მეექვსედ გამოავლინა კონკურსმა „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსი „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსს ორი მიმართულება აქვს: სამეცნიერო კვლევები და საინჟინრო ტექნოლოგიები. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს მოიცავდა: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამეციცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება.

კონკურსში გამარჯვებულ 10 მოსწავლეს თიბისი სტატუსის სახელობის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნებათ.

გალერეა
მეტი
მეტი
მეტი