13 წლის კატო ესაძე ლეილა მესხის აკადემიის მოწაფეა და პროფესიონალურ სპორტს მისდევს.
დატვირთული გრაფიკის გამო მწვრთნელის, გაგა დოლიძის, რეკომენდაციით,
35-ე სპორტულ სკოლაში გადავიდა, რომ მეტი დრო ჰქონდეს სავარჯიშოდ.
კატო 14 წლიანებში მსოფლიო რეიტინგით 207-ე ჩოგანია.
ის 16 წლიანებში 2 საერთაშორისო ტურნირის ფინალისტიცაა, მისი საუკეთესო რეიტინგი ევროპის 170-ე ჩოგანია.