დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
დახურვა
გიორგი მაღრაძე
ხელოვნება

გიორგი მაღრაძე ერთადერთი თანამედროვე ხელოვანია საქართველოში, რომელიც ლაიტ არტზე (სინათლის ხელოვნებაზე) მუშაობს.

გიორგი Statusdonates-ის საქველმოქმედო პლატფორმის დახმარებით მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “Lighting Design & Led Technology” ისწავლის.

ვიდეოს ჩართვა
პროექტის
შესახებ
გადასვლა
გადადით და გაიგეთ პროექტის შესახებ უფრო ვრცლად
ყურება
გიორგი მაღრაძე
ხელოვნება

გიორგი მაღრაძე ერთადერთი თანამედროვე ხელოვანია საქართველოში, რომელიც ლაიტ არტზე (სინათლის ხელოვნებაზე) მუშაობს.
 

გიორგი Statusdonates-ის საქველმოქმედო პლატფორმის დახმარებით მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “Lighting Design & Led Technology” ისწავლის.

დაფინანსებულია
ყურება
სოხუმის სახელმწიფო ქართული თეატრი
ხელოვნება

სოხუმის სახელმწიფო ქართულ თეატრს, რომელიც თავის ისტორიას 1885 წლიდან ითვლის, დიდი ისტორიული და შემოქმედებითი ტრადიციები აქვს. XX საუკუნის 90-იან წლებში, ომის შემდეგ, თეატრის დასი იძულებული იყო მშობლიური კუთხე დაეტოვებინა და თბილისში დაედო ბინა.

 

თეატრს საკუთარი შენობა არ გააჩნია, ამიტომ სხვადასხვა დროს იგი წარმოდგენებს შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის და სხვა თეატრებში მართავს.

Status Donates-ის საქველმოქმედო პლატფორმა მათ ახალი სპექტაკლის ჩატარებაში დაეხმარება.

დაფინანსებულია
ყურება
ილია ლომთათიძე
განათლება

ფონდ „ლირას“ ხელშეწყობით ახალგაზრდა პიანისტები რეგულარულად მონაწილეობენ საზღვარგარეთ გამართულ მასტერკლასებსა და კონცერტებში.

ილია ლომთათიძე ფონდ „ლირას“ ერთ-ერთი რჩეულია. მან ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა და მიენიჭა ყაზახეთის პრეზიდენტის პრემია. ილია მრავალჯერ იყო მიწვეული კონცერტებით რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებზე. ილია, statusdonates-ის მხარდაჭერით, 2018 წლის ნოემბერში, ესპანეთში, საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.

დაფინანსებულია
ყურება
წარმატებული სტუდენტი გორიდან
განათლება

21 წლის ციკოს წარმატების ისტორია ამერიკაში გამგზავრებით და ადგილობრივ სკოლაში სწავლით დაიწყო. ახლა ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის მიმართულებთ სწავლობს და ერთი სემესტრით ჩეხეთში, მასარისიკის უნივერსიტეტში მიემგზავრება. ციკოს მოპოვებული აქვს უნივერსიტეტის სტიპენდია.

 

უცხოეთში სწავლის გაგრძელებისთვის, ციკოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
გახდით ახალგაზრდა სტუდენტის წარმატების თანმაონაწილე. 

დაფინანსებულია
ყურება
პიანისტი
განათლება

ტატო ალანია კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე სწვლობს და როგორც მუსიკოსს დიდი გეგმები აქვს. ცოტა ხნის წინ მან პრესტიჟულ გერშვინის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ნიჭიერი პიანისტის ფორტეპიანო, რომელზეც მან დაკვრა ისწავლა გაფუჭდა და წასვლამდე ტატოს მეცადინეობა კონსერვატორიაში უწევს. ტატოს წარმატებაში მონაწილეობის მიღება და მისთვის ახალი ინსტრუმენტის შეძენაში წვლილის შეტანა თითოეულ თქვენგას შეუძლია.

დაფინანსებულია
ყურება
ახალგაზრდები სოფელ ნიქოზიდან
განათლება

18 წლის მარიამ დევიძე სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. მან უკვე შეძლო საკუთარი ინიციატივით მშობლიურ სოფელ ნიქოზში პოზიტიური ცვილელები შეეტანა. კვლევის ჩატარების შემდეგ მარიამმა გაარკვია, რომ კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელში ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ბიბლიოთეკები და სპორტული მოედნები აკლდათ. სხვადასხვა გრანტების მოძიების შემდეგ, მარიამმა და მისმა მეგობრებმა ნიქოზში ძველი შენობა ბიბლიოთეკად გადააკეთეს. ახლა მათი მიზანია სკვერის კეთილმოწყობა, რაშიც თითოეული ჩვენგანის თანადგომა სჭირდებათ.

დაფინანსებულია
ყურება
პატარა ბალერინა
განათლება

14 წლის ელენე, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა. ბევრი შრომისა და რთული კონკურსის გავლის შემდეგ, ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში Ecole Superior de Danse Cannes Rosella Hightower მიიღეს. ელენეს სწავლის გასაგრძელებლად და მიზნის მისაღწევად ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება.

დაფინანსებულია
ყურება
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი
განათლება

თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ პირველი ვეფხვი დაბინავდება. პროექტი statusdonates.ge-ს მხარდაჭერით განხორციელდება.  

ზოოპარკის ახალ ბინადარს სახელს ბავშვები შეურჩევენ.

დაფინანსებულია
ყურება
ჯგუფი Four Lines ქუთაისიდან
განათლება

მუსიკალური ჯგუფი Four Lines ოთხი მეგობრისგან შედგება. მათი ისტორია ქუთაისის ერთ-ერთ ბარში დაიწყო, სადაც ჰოლანდიელმა ტურისტმა აღმოაჩინა და პირველი ალბომის დაფინანსება შესთავაზა.

გოგონები ექსპერიმენტულ მუსიკას უკრავენ, რაც სხვადასხვა ჟანრის სინთეზის შედეგად მიიღება.

ჯგუფი Four Lines მიწვეულია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ქალაქის ფესტივალზე - ტალინის მუსიკის კვირეულზე.

ერთად გავხდეთ ამ წარმატების თანამონაწილეები.

დაფინანსებულია
ყურება
უსინათლო მხატვარი - გიორგი ქობელაშვილი
ქველმოქმედება

გიორგი ქობელაშვილი პროფესიონალი მხატვარია. მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, მან საყვარელ საქმიანობას თავი არ დაანება. ხატვის საკუთარი მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ექსპრესიულობით გამოირჩევა.

დღეს ის ახალი ნახატების სერიას ქმნის იმისთვის, რომ თავისი შემოქმედება ვარშავაში წარადგინოს.

მისი შემოქმედება დიდი სტიმულის მიმცემია სხვებისთვის.

ერთად გავხდეთ გიორგის წარმატების თანამონაწილეები.

დაფინანსებულია
ყურება
თამაში „აფორიზმობანა“ უსინათლოთათვის
განათლება

უსინათლოთათვის ადაპტირებული თამაშები საქართველოში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

ჩვენი „აფორიზმობანას“ თამაში კი ყველას შეეძლება, რადგან ბარათებზე გამოყენებული იქნება როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბრაელის შრიფტი.

თამაშის დამზადების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრები უსინათლო ბავშვების 300-მდე ოჯახი დასაჩუქრდება.

ერთად ვაჩუქოთ თამაშის შესაძლებლობა ბავშვებს.

დაფინანსებულია
ყურება
ქართული ანიმაცია საერთაშორისო ასპარეზზე
განათლება

27 წლის ანა ჩუბინიძე პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის „ჯიბის კაცის“ (The Pocket Man) ავტორია. ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში,  New York International Children's Film Festival მონაწილეობს. ფესტივალში 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.

ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა.

ერთად მივცეთ ანას თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე დასწრების შესაძლებლობა.

დაფინანსებულია
ყურება
ვირტუოზი პიანისტი ახალქალაქიდან
ქველმოქმედება

10 წლის ანაჰიტს განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს. მან ნოტები ჯერ კარგად არც იცის, მისთვის საყვარელ კლასიკასა და ჯაზს სმენით უკრავს. ელისო ბოლქვაძის აზრით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი გააჩნია და ხელშეწყობა ჭირდება.

ანაჰიტ მიწვეულია პარიზში, ცნობილი პედაგოგის და მეთოდოლოგის, მიშელ სონის მიერ, 2017 წლის მარტის ბოლოს.

ერთად მივცეთ პატარა ვირტუოზს განვითარების საშუალება.

დაფინანსებულია
ყურება
CES
განათლება

შემოქმედებითი განათლების სტუდია წარმოადგენს დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას.

CES-ი მსურველებს სთავაზობს მოკლე და ხანგრძლივ კურსებს, სადაც ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიონალური ცოდნა დიზაინისა და მუსიკის მედია სფეროებში.

აქ შეგიძლიათ ისწავლოთ გრაფიკურლი დიზაინი, ვებ-დიზაინი, ხმის ინჟინერია, ელექტრონული მუსიკის წარმოება, დიჯეი კურსი , მუსიკის თეორია, ვიდეო მონტაჟი, კინოსარეჟირო კურსი, გიტარის საბაზისო კურსი და სხვ. თიბისი სტატუსის სახელით CES-ი უახლეს აუდიო სისტემას შეიძენს, რაც სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს, რომ ამ სფეროში მსოფლიო სტანდარტების განათლება მიიღონ.

დაფინანსებულია
ყურება
გამომგონებელი მოსწავლეები
განათლება

ხელოვნური ინტელექტი, მზის ენერგიის გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები, „ცოცხალი“ საკვები, „გონიერი ავზი“ და ბევრი სხვა საინტერესო გამოგონება ქართველ სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით.

ყველაზე ნიჭიერი, მოსწავლე გამომგონებლები წელს უკვე მეექვსედ გამოავლინა კონკურსმა „ლეონარდო და ვინჩი“. კონკურსი „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსს ორი მიმართულება აქვს: სამეცნიერო კვლევები და საინჟინრო ტექნოლოგიები. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს მოიცავდა: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამეციცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება.

კონკურსში გამარჯვებულ 10 მოსწავლეს თიბისი სტატუსის სახელობის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნებათ.

დაფინანსებულია
ყურება
ძეგვის თავშესაფრის აღდგენა
ქველმოქმედება

სოფელ ძეგვში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში, 78 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 15 მცირეწლოვანი ბავშვია.

მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირებისთვის ძეგვის თავშესაფარი 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ის შემოწირულობებით არსებობს, რაც ხშირად არასაკმარისია და თავშესაფრის ბენეფიციარებს რთულ პირობებთან უწევთ გამკლავება.

ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან - სჭირდებათ შენობის რეაბილიტაცია, სადაც შეიძლება განთავსდეს სივრცეები შრომითი თერაპიისთვის, ფსიქოლოგის კაბინეტი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი, ოთახები სასწავლო პროგრამებისთვის

დაფინანსებულია